ჩვენი 19 მოქალაქე დაიღუპა. არ გვაქვს სანდო ინფორმაცია დანარჩენ 13-ზე, რომელთა ბედიც გვაღელვებს და სავარაუდოდ, ისინი მძევლებად ჰყავთ აყვანილი. ისრაელს აქვს სრული უფლება, დაიცვას თავი ჰამასის ურჩხულებისგან და იმ საფრთხისგან, რასაც ის უქმნის. პასუხი უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ სამართლიანი. ისრაელი ძლიერი დემოკრატიაა და დემოკრატიები პატივს სცემენ კანონს.
განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.