logo
ENG



გოგიჩაიშვილი უმრავლესობას: თქვენი მთავრობის მიმართ ნდობა არ არსებობს

21 მაი 202016:37
3 წუთის საკითხავი
 
oeqnv887hi3c62c.png

პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის კანონპროექტის პარლამენტში განხილვისას განაცხადა, რომ მთავრობისადმი ნდობა არ არსებობს.

გოგიჩაიშვილის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტი საარჩევნო მანიპულირებისთვის სჭირდება.

„მთავარი არგუმენტი, რაც უმრავლესობის წევრებს აქვთ ამ კანონთან მიამრთებაში, პოლიტიკური ქვეტექსტია. შესაბამისად, მე არ ვფიქრობ, რომ კანონპროექტი ემსახურება იმ მიზნებს, რომლის სულისკვეთებაც არის. როდესაც მთავარი ვიცე-სპიკერი ყოველ გამოსვლაში პოლიტიკურ არგუმენტაციას ახდენს, მაშინ თუ არ გინდათ, მაშინ არჩევნების გადადება გინდათ?, ესე იგი თქვენც ამას ფიქრობთ. თქვენც არჩევნების მანიპულირებისთვის გინდათ, რადგან სხვა ლოგიკა არ არსებობს. ყველა მექანიზმი არსებობს იმისთვის და ეს მექანიზმები ჩვენ გამოვიყენეთ, რომ სხვა შემთხვევაში გამოგვეყენებინა ის კანონმდებლობა, რომელიც არსებობს. ასევე, მე განვმეორდები, რომ კი, თუ ერთი სოფლისთვის გახდება საჭირო, უნდა შემოვიღოთ საგანგებო მდგომარეობა, როგორც ეს ბორჯომზე გავაკეთეთ - როდესაც იყო ხანძარი.

მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამას თქვენი მთავრობა ბოროტად არ გამოიყენებს. კანონპროექტი დღეს გამოიტანეთ და ისეთ კომპანიებს უკეთებთ შეღავათებს, რომელიც შესაძლოა, თქვენს საარჩევნო კამპანიაში აღმოჩნდეს ის თანხები. ამიტომ, თქვენი მთავრობის მიმართ არაა ნდობა. იმას კი არ ვამბობ, რომ ამათ გავდეთ სისასტიკეში, მაგრამ აი, კორუფციაში, მაიმუნობაში, დიდად შორს აღარ ხართ, ბატონო დიმიტრი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის წევრების ახალი ინიციატივის თანახმადახალი ინიციატივით, მმართველ გუნდს ქვეყანაში გადაადგილების აკრძალვა ყოველთვის შეეძლება, არ აქვს მნიშვნელობა იქნება თუ არა გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა. 

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით,  საჭიროა გარკვეული შეზღუდვების შენარჩუნება, თუმცა საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით საჭირო აღარ არის. როგორც გახარიამ განმარტა კანონპროექტი არ გულისხმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას.

 

ხუნდაძის ინიციატივას  უარყოფითად აფასებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ შემოსაღებ რეგულაციებს და მათ არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ დარეგისტრირებულ კანონპროექტს ეხმაურება. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შემზღუდავი ღონისძიებების განხორციელება, რასაც კანონპროექტი ითვალისწინებს, არაკონსტიტუციურია.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, ხელისუფლება დიქტატურას ამყარებს და შემოტავაზებული ცვლილებები არაკონსტიტუციურია.

ხელისუფლების მიერ განუსაზღვრელი ძალაუფლების მინიჭებაზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილიც და აცხადებს, რომ ინიციატივა საკმაოდ სახიფათოა, ვინაიდან ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გარეშეც ეძლევა შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობა.

კანონპროექტს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის.

 


close დახურვა