„რესპუბლიკური“ საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძეს განცხადებით, ამჟამად კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 1 არასრულწლოვანი მკურნალობს.
გოფოძის თქმით, კოროანვირუსით ინფიცირებულ 3 პაციენტს მძიმე პნევმონია აქვს.
„ჩვენს კლინიკაში ახლა 59 პაციენტია, აქედან 39 კორონავირუსი აქვს დადასტურებული. ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამ პაციენტს შედარებით მძიმე პნევმონია აქვს, მაგრამ მართვით სუნთქვა არც ერთს არ სჭირდება. ინფექციური საავადმყოფოდან გადმოყვანილ იქნა ერთი ინფიცირებული კვლევისათვის და აქ გაარგძელებს მკურნალობას. ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობთ, შემოდიან პაციენტები ცხელებით, მათ უტარდებათ კვლევები. არასრულწლოვანი ერთი გყვავს, დღეს 18 პაციენტის პასუხს ველით“, - აცხადებს გოფოძე.
ამ მომენტისთვის ქვეყანაში 408 ინფიცირებულია. აქედან, 95 გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 მათგანი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4779 პირი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 561 ადამიანი.