logo
ENG



კობახიძე რურუას შეწყალებისკენ დასავლელი პარტნიორების მოწოდებებზე - აბსოლუტურად მიუღებელია

31 ივლ 202015:55
3 წუთის საკითხავი
clock 452
35unjy01kdjayyp.jpg

 

გიორგი რურუასთვის პატიმრობის მისჯისა და დასავლელი პარტნიორებისგან მისი შეწყალებისკენ მოწოდებების შემდეგ, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "აბსოლუტურად მიუღებელია" განცხადებები, რომლებიც  "პირდაპირ ეწინააღმდეგება ხელისუფლების დანაწილებას და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას".

ქართული ოცნების შტაბის ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამოსავალი წერტილი არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და  საქართველოს პარტნიორებიც ამ პრინციპებით უნდა ხელმძღვანელობდნენ.

„ჩვენ გულდაწყვეტით უნდა ვთქვათ, რომ აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენთვის ნებისმიერი ისეთი განცხადება, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება როგორც ხელისუფლების დანაწილებას, ასევე მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ასეთი კომენტარი შეგვიძლია გავაკეთოთ შესაბამის განცხადებებზე, რომელიც კეთდება კონკრეტული უცხოელი პოლიტიკოსების მხრიდან რურუას საქმესთან დაკავშირებთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძე.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა თქვა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს. 

ზურაბიშვილს რურუას შეწყალებისკენ მოუწოდა ევროპარლამენტარმა ანნა ფოტიგამაც.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ საქართველოში სასამართლოს პოლიტიზირება გრძელდება და დაინტერესდა, დაიცავს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი 8 მარტის შეთანხმებას.

 

 


close დახურვა