logo
ENG



რა უნდა ვიცოდეთ ნავალნის, სავარაუდო, მოწამვლის შესახებ - განახლებადი მასალა 

20 აგვ 202019:25
3 წუთის საკითხავი
 
8qu2nsbnyb6h3pt.jpg

20 აგვისტო - რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პოლიტიკოსის პრესმდივნის კირა იარმიშის განცხადებით, ნავალნი ტომსკიდან მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა. მფრინავს მოუწია თვითმფრინავი სასწრაფოდ დაესვა, რათა ნავალნი საავადმყოფოში გადაეყვანათ.

როგორც იარმიში ამბობს, პოლიტიკოსი, მოწამლეს. მისივე თქმით, მან აეროპორტში ჩაი დალია. მოგვიანებით, მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის ჰალუცინოგენით მოწამლეს და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ნავალნი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 

თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, ექიმმა თქვა, რომ ამ ეტაპზე მედიკოსებმა ნავალნის დასტაბილურება შეძლეს. ის გონს არ მოსულა.

Meduza.io-ს ცნობით, ნავალნისთან არ უშვებენ მის მეუღლეს და პირად ექიმს, რომლებიც მოსკოვიდან ომსკში ჩავიდნენ. ცოლის, იულია ნავალნაიას განცხადებით, მას პირადობის დამადასტურებელი საბუთის გარდა, ქორწინების მოწმობასაც სთხოვენ და პოლიტიკოსის მდგომარეობის შესახებ არც ერთ სამედიცინო დოკუმენტაციას არ აჩვენებენ. 

ნავალნის შესაძლო მოწამვის ფაქტს კრემლის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი გამოეხმაურა და ოპოზიციონერ ლიდერს გამოჯანმრთელება უსურვა. პესკოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ალექსეი ნავალნის გადაყვანა საზღვარგარეთის კლინიკაში აუცილებელი გახდება, ის მას დახმარებას გაუწევს. 

მოგვიანებით, ნავალნის შტაბი პესკოვს გამოეხმაურა და კრემლს ევროპაში ნავალნის გადაყვანის პროცედურებში დახმარება სთხოვა.

21 აგვისტო - აღსანიშნავია, რომ ალექსეი ნავალნი ბერლნის ერთ-ერთ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ, თუმცა ომსკის საავადმყოფოს ექიმმა პოლიტიკოსის ტრანსპორტირების ნებართვა არ გასცა. 

მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსი ოპოზიციონერის დასახმარებლად სრული მზადყოფნა გამოთქვეს.

პოლიტიკოსის პრესმდივანი მიიჩნევს, რომ ნავალნის დატოვება ომსკის კლინიკაში კრემლის დაკვეთით ხდება. ექიმები თავიანთ გადაწყვეტილებას კი იმით ხსნიან, რომ ნავალნის მდგომარეობა არასტაბილურია. 

21 აგვისტოს სასაზღვრო პოლიციამ დაადგინა თუ რა ნივთიერებით არის მოწამლული რუსი პოლიტიკოსი. ამის შესახებ ინფორმაციას კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი ივან ჟდანოვი ავრცელებს. ჟდანოვის თქმით, სამართალდამცველები ადასტურებენ, რომ ნავალნი სიცოცხლისთვის საშიში ნივთიერებით არის მოწამლული, რომელიც მათი მტკიცებით, სახიფათოა არა მხოლოდ პოლიტიკოსისთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. ამასთან, სამართალდამცველები ნივთიერების სახელწოდებას "გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე" არ ასახელებენ. 

თავის მხრივ ომსკის ექიმები საშიში ნივთიერების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. მთავარი ექიმის, ალექსანდრ მუხაროვსკის განცხადებით, ნავალნის ერთ-ერთი დიაგნოზი, რომელსაც მედიკოსები განიხილავენ, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაა.

"ამ ეტაპზე გვაქვს სამუშაო დიაგნოზი. ყველაზე მეტად ამ დიაგნოზს ვემხრობით - ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული სისხლში შაქრის მკვეთრი ვარდნით. ჩავატარეთ გამოკვლევები და შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ ოქსიბუტირატი ნავალნის ორგანიზმში ვერ აღმოვაჩინეთ", - ამბობს ექიმი. 

21 აგვისტოს ომსკში ნავალნის მკურნალობის პროცესში მონაწილეობის მისაღებად გერმანელი ექიმები ჩაფრინდნენ. 

22 აგვისტო - ალექსეი ნავალნი გერმანიაში სამკურნალოდ გადაიყვანესნავალნი შარიტეს კლინიკაშია მოთავსებული. თვითმფრინავი, რომელსაც ნავალნი უნდა გადაეყვანა, ორგანიზაცია Cinema for Peace Foundation-მა გამოაგზავნა. 

მოგვიანებით, ომსკის​ რეგიონის ჯანდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ რუსი პოლიტიკოსის შარდში ალკოჰოლი და კოფეინი აღმოაჩინეს, თუმცა არ აღმოუჩენიათ შხამი. 

23 აგვისტო - გერმანულმა პოლიციამ კლინიკა "შარიტესთან", სადაც ნავალნი მოათავსეს, 24-საათიანი დაცვა დააყენასაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის 2 მიკროავტობუსი მორიგეობს, ხოლო კიდევ ერთი მიმღების შესასვლელთან. 

 

მასალა განახლებადია.


close დახურვა