logo
ENG



ერდოღანი ამბობს, რომ ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიაჩნია

02 დეკ 202315:29
3 წუთის საკითხავი
clock 363
2023/12/02/feliek4q6qzk1bs.jpg

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ამბობს, რომ ჰამასი ტერორისტულ დაჯგუფებად არ მიაჩნია.

"ჩემს პოზიციას ვიცავ. რაც არ უნდა თქვან, მე ჰამასს ტერორისტულ დაჯგუფებად არ მივიჩნევ. ჰამასის გამორიცხვა და განადგურება არ არის გამოსავალი", - ამბობს თურქეთის პრეზიდენტი.

ამასთან, ერდოღანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ისრაელის ოფიციალური პირების დასჯისკენ მოუწოდებს. თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს გამოყოფს.

მანამდე, ერდოღანმა ისრაელს "ომის დამნაშავე" უწოდა და თქვა, რომ ისრაელი ღაზაში "კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის".

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.  

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს. 

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.


close დახურვა