logo
ENG



ეზუგბაია - თუ ეს პიკური მონაცემებია, ცუდი არ არის, მნიშვნელოვანია, ზომიერი მატება შევინარჩუნოთ

30 აპრ 202010:46
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ქვეყანა ამ დროისთვის წესით ვირუსის გავრცელების პიკურ პერიოდშია.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, პიკის გათვალისწინებით, არსებული მონაცემები ცუდი არ არის და ახლა მნიშვნელოვანია, ვირუსის ზომიერი მატების შენარჩუნება მოხერხდეს.

„ჩვენ ვსაუბრობთ, რომ შიდა გავრცელების გამოცხადების დღიდან, 7-8 კვირა არის ის პერიოდი, როდესაც პიკს აღწევს. დაახლოებით ამ პერიოდში შევდივართ თუ არ ვცდები, რადგან აპრილის პირველ კვირას გამოცხადდა. თუ ეს ჩვენი პიკური მონაცემებია, არ არის ცუდი და თუ ასე გაგრძელდება, შევინარჩუნებთ ზომიერ კონტროლირებად მატებას და ეს მოგვცემს სიმშვიდის საშუალებას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა