ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 22 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ვირუსი სამედიცინო პერსონალს დაუდგინდა.
ეზუგბაია იმედოვნებს, რომ მედიკოსების ინფიცირების ხარისხი ქვეყანაში არ მოიმატებს.
"ახალი 22 შემთხვევიდან ერთ-ერთი მედიკოსია. ის ჩვენს კლინიკაში არ არის მოთავსებული. ისე როგორც ჩემთვის ცნობილია, ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა არ არის დიდი. ეს არ არის დიდი ციფრი. ჯერჯერობით რაღაცნაირად ვინარჩუნებთ ამ რიცხვს. მედპერსონალი ეტყობა სწორად და ადეკვატურად იყენებს. ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.