logo
ENG



საკანონმდებლო ცვლილებები ოცნების სრული მხარდაჭერითა და დამოუკიდებელი დეპუტატების ხმებით შესაძლებელია - ხულორდავა

12 მაი 202000:02
3 წუთის საკითხავი
 
5dw60i3uszpnftq.jpg

უმრავლესობის ყოფილი წევრი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ოპოზიციის ხმების გარეშეც შესაძლებელია, განხორციელდეს.

როგორც თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, დამოუკიდებელი დეპუტატებისა და უმრავლესობის ყველა დეპუტატის ხმებით ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება.

„ქართულმა ოცნებამ“ უნდა შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ხმა უნდა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში.“ „ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონავირუსით დაჩრდილავენ. პირობის მეორედ არშესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა", - წერს ხულორდავა.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

 

ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  


close დახურვა