საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებენ უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.
TI-ში აცხადებენ, რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების ვალდებულება ხელისუფლებას ეკისრება.
"ვგმობთ მარნეულში დღეს მომხდარ თავდასხმის ინციდენტებს ჟურნალისტებზე, აგრეთვე პოლიტიკურ აქტივისტებზე. არჩევნების მშვიდ და სამართლიან გარემოში ჩატარება საქართველოს მოქალაქეების უმთავრეს ინტერესს წარმოადგენს და ამის უზრუნველყოფის უმთავრესი ვალდებულება მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება", - ნათქვამია ა/ო-ის განცხადებაში.
მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც თავს დაესხნენ, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.