logo
ENG



ნაფიცმა მსაჯულებმა გაამტყუნეს პოლიციელი, რომელმაც მეტროში შშმ ბიჭს სცემა

29 ივლ 202208:32
3 წუთის საკითხავი
clock 925

არასრულწლოვან შშმ მოზარდზე ძალადობის საქმეზე დაკავებული პოლიციელის წინააღმდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს.

მოსამართლემ მსჯავრდებულ პოლიციელს მინიმალური სასჯელის ზომა, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

იანვარში მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელიც თბილისის მეტროში, ისნის სადგურზეა გადაღებული. ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პოლიციელი არასრულწლოვანს, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ვიდეოში ჩანს მეორე პოლიციელიც, რომელიც ძალადობას უყურებს, თუმცა კოლეგის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.

საქმეზე შსს-ს ორი თანამშრომელი - კახა ბაკაშვილი და ნუკრი ბაქრაძე დააკავეს. ბაკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით წარუდგინეს. რაც შეეხება ბაქრაძეს, მას ბრალად ედება არაადამიანური მოპყრობა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მიმართ. დანაშაული 5-დან 10-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

14 ივლისს პატიმრობიდან გაათავისუფლეს პატრულ-ინსპექტორი, რომელიც უყურებდა, როგორ სცემდა მისი მეწყვილე მეტროში არასრულწლოვან შშმ პირს. 


close დახურვა