logo
ENG



ელჩებმა ოცნებას გაკვეთილი ჩაუტარეს - ვაშაძე ფასილიტატორთა განცხადებას ეხმაურება

11 მაი 202021:21
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ უცხოელმა პარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ გაკვეთილი ჩაუტარეს.

როგორც გრიგოლ ვაშაძემ სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა აუხსნეს მმართველ ძალას, რა მნიშვნელობა ჰქონდა 8 მარტის შეთანხმებას ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის.

„დიდი მადლობა აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიას და ბოდიში, რომ ხელისუფლების მხრიდან ხშირად აყენებენ მათ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. ვწუხვარ, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლებს დასჭირდათ მთავრობისთვის გაკვეთილის ჩატარება. რაც ჩვენ ვნახეთ, ამ მოკლე ტექსტში კვინტესენციაა, როცა პროფესიონალებს არაპროფესიონალების მიმართ უწევთ აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარება. უთხრეს, რა არის ფასილიტატორის როლი, აუხსნეს რა მნიშვნელობა ჰქონდა შეთანხმებას მოკავშირეებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის. შემდეგ აუხსნეს საქართველოსთვის რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმას, რომ სამართლიანი სისტემით ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ბოლოს აუხსნეს, რომ არაფერი ეს არ იქნება, თუ არ შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც არის პოლიტიკური მიზეზებით და მიზნებით გამოწვეული სასამართლო გადაწყვეტილებების ლიკვიდაცია და მიმდინარე საქმეების შეჩერება. უნდა გვიხაროდეს, რომ ხელისუფლებამ აიძულა ფასილიტატორები აიძულა, გაკვეთილი ჩაეტარებინა, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს, მწყინს რომ ასეთი არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

 

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  


close დახურვა