logo
ENG



ლევან რატიანი: ჩვენს კლინიკაში 81 ინფიცირებულია, რეანიმაციაში რჩება 8

29 აპრ 202011:56
3 წუთის საკითხავი
 

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტია მოთავსებული.

როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა აღნიშნა, რეანიმაციაში რჩება 8 პაციენტი, საიდანაც 6 ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, ორი კი სპონტანურ სუნთქვაზე.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, რატიანის თქმით, კლინიკა დღეს 9 პაციენტმა დატოვა.

ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი, აქედან ინფიცირებულია 81 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება 9 გამოჯანმრთელებული. პირველადად გაგზავნილი გვაქ რამოდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებითს. რაც შეეხება მდგოამრეობას, მინდა გითხრათ რომ დადებითით დინამიკაა იმის გათვალისწინებით, რომ  უარყოფითი კლინიკა არც ერთ პაციენტთან არ ვლინდება. რეანიმაციის პაციენტები გვყავდა 8, აქედან 6 გვყავს ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე 2 სპონტანურ სუნთქვაზე. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილური. ყველა მათგანი უარყოფითი კლინიკის გარეშეა, ზოგიერთთან გამოხატულია დადებითი დინამიკა, მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდა მოხსნისათვის და იმედია ეს მალე განხორციელდება. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ერთი მივიღეთ საეჭვო შემთხვევა, საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნიდან. მისი მდგომარეობა სტაბილურია, ველოდებით ტესტის პასუხს და შემდეგ გადაწყდება ყველაფერი. დანარჩენი პაციენტები, რომლებიც ჩვენ კლინიკაში იმყოფებიან, განსაკუთრებით თერაპიულ განყოფილებაში, უმეტეს მათგანთან კლინიკური გამოვილნება ინფექციის ამ ეტაპამდე ლიკვიდირებულია. დღითიდღე გაწერილი პაციენტების რაოდენობა იზრდება, რაც ძალიან გვახარებს“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა