ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნურსულთან ნაზარბაევი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს. პრეზიდენტ ყასიმ ჟომართ ტოყაევის თქმით, საბჭოს თავმჯდომარე თვითონ იქნება.
ნაზარბაევი 30-წლიანი პრეზიდენტობის შემდეგ 2019 წელს გადადგა. მან ქვეყანაში ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა - უშიშროების საბჭო მდივნის პოსტი დაიკავა. გარდა ამისა, ის კვლავ არის თავისი პარტიის "ნურ ოტანის" თავმჯდომარე და "ერის მამის" წოდებასაც ატარებს.
ხალხისადმი მიმართვის დროს ტოყაევმა განაცხადა, რომ შეტაკებების დროს სამართალდამცავები დაიღუპნენ, რის გამოც დამრღვევთან წინააღმდეგ მაქსიმალურად მკაცრად იმოქმედებენ.
"იქცევს ხულიგნური ელემენტების ორგანიზებულობის მაღალი დონე. ეს ადასტურებს საგულდაგულოდ გაწერილ გეგმას, რომელიც ფინანსურად არის მოტივირებული", - თქვა პრეზიდენტმა.
იგი ამბობს, რომ დედაქალაქის დატოვებას არ აპირებს და სიტუაციის დარეგულირებისთვის ახალი წინადადებებით მომავალშიც გამოვა.
ყაზახეთში, მასობრივი პროტესტი გრძელდება. ქალაქ ალმათიში, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები საოლქო ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. შენობას ცეცხლი უკიდია.
ერთ-ერთი ტელეგრამ არხი Ateo Breaking ავრცელებს მომიტინგეების მოთხოვნებს: პოლიტპატიმრების გათავისუფლება; პრეზიდენტის, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის, მთავრობისა და პარლამენტის გადადგომა; დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება; ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების დაცვა; აღიარებულ იქნას სსრკ-ს მმართველობის წლები ერების წინააღმდეგ დანაშაულად, დაგმობილ იქნას აგრესია უკრაინის წინააღმდეგ; ყაზახეთმა დატოვოს დსთ და რუსეთთან დაკავშირებული ყველა კავშირი.
აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში, სადაც პროტესტი გრძელდება, გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე შეფერხებულია მობილურ კავშირსა და ინტერნეტზე წვდომა. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს რომ იწვის პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის შენობაც.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა დედაქალაქ ნურ-სულთანში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ქვეყანაში გათიშულია ინტერნეტი.
მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა გადადგა. პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.
განსაკუთრებით ვითარება გუშინ, 4 იანვარს დაიძაბა. პოლიციამ ქალაქ ალმათიში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, ასევე, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.
ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.