logo
ENG



რიჟვაძე: კონტრუქტორები და გეოლოგები ირგვლივ ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან

09 ოქტ 202111:15
3 წუთის საკითხავი
 
რიჟვაძე: კონტრუქტორები და გეოლოგები ირგვლივ ყველა კორპუსის მდგრადობას შეისწავლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თქმით, გეოლოგები ჩამონგრეული კორპუსის გარშემო ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან.

"როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებული არიან როგორც კონსტრუქტორები, ასევე გეოლოგები და ირგვლივ შეისწავლიან ყველა კორპუსის მდგრადობას, რამდენად უსაფრთხოა მათი იქ დარჩენა", - განაცხადა რიჟვაძემ.

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. 

9 ოქტომბრის 10:34 საათისთვის შენობიდან ამოყვანილია 7 ადამიანი, აქედან 1 ცოცხალი და 6 გარდაცვლილი. 6 გარდაცვლილიდან 2 ბავშვია, ასევე ორი მამაკაცი. მანამდე, ნანგრევებში იპოვეს ასაკოვანი ქალის ცხედარიც

მაშველები კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. 

ასევე, მაშველებმა ნანგრევებიდან ჯერ ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო, რამდენიმე საათში კი ის გარდაიცვალა. შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, კიდევ ერთი კაცის ამოყვანა მოხერხდა, ის ცოცხალია და კლინიკაშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მძიმეა.

შსს-მ ბათუმში კორპუსის ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.


close დახურვა