logo
ENG



საგარეო: ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება

08 იან 202214:50
3 წუთის საკითხავი
 
საგარეო: ქუთაისი-ნურ-სულთანის რეისით სამშობლოში საქართველოს 3 მოქალაქე დაბრუნდება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ კომპანია FlyArystan-ის მიერ ქუთაისი-ნურ-სულთანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი რეისით სამშობლოში დაბრუნდება საქართველოს 3 მოქალაქე.

უწყების ცნობითვე, იმ შემთხვევაში თუ შესრულდა ქალაქ აქტაუს მიმართულებით რეისი, ამ დროისთვის სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს საქართველოს 60 მოქალაქე.

6 იანვარს ალმათის ცენტრში შეტაკაბები იყო. შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს. 

აქტივისტები და ჟურნალისტები ყვებიან, რომ ალმათის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავები მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 18 სამართალდამცავი კი დაიღუპა. ოფიციალური უწყებები დემონსტრანტების მხრიდან დაღუპულებზე ან დაჭრილებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 5 იანვარს ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს, რომელიც შემდგომ სამართალდამცავებმა დაიბრუნეს. ნელ-ნელა კი აღდგა ფრენები. რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშული ინტერნეტი, მაგრამ კავშირი ნაწილობრივ უკვე აღდგა. 

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.

ყაზახეთში საქართველოს საელჩო მუშაობას აგრძელებს და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +7 (717) 224-32-58.

ყაზახეთში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის შეფერხებით მუშაობის გამო, თუ მოქალაქეები ცხელ ხაზზე დაკავშირებას ვერ ახერხებენ, მათ შეუძლიათ შეტყობინებები გააგზავნონ ელ-ფოსტის მისამართზე: astana.emb@mfa.gov.ge. ასევე ისარგებლონ საელჩოს საკომუნიკაციო არხებით სოციალურ ქსელებში.


close დახურვა