logo
ENG



სოლოღაშვილი: ბოჭორიშვილის კლინიკაში ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 11 კი, საყურადღებო

29 აპრ 202010:30
3 წუთის საკითხავი
 

ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტია მოთავსებული.  

როგორც კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მაკა სოლოღაშვილმა განაცხადა, 4 პაციენტი მათთან გუშინ შეიყვანეს. 2 მათგანი თეთრიწყაროს კლასტერიდან არის, 2 კი, თბილისიდან.

 „დღეს დილით ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებული სექტორში მკურნალობს 69 პაციენტი, აქედან კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით არის 59. გუშინ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა. დაგვემატა ოთხი ახალი პაციენტი. გამოჯანმრთელებული პაციენტი არის 18 წლამდე ასაკის მოზარდი. 18 წლამდე ამ დროისთვის გვყავს 10. გარდა ამისა, 3 პაციენტია ასაკობრივი მაღალი რისკის ჯგუფიდან, ერთი პაციენტია მძიმე, 11 რჩება საყურადღებო. რაც შეეხება კლსატერებს, ორი გადმოყვანილია თეთრიწყაროდან, ორი კი თბილისიდან არის ცნობილი წყაროდან. ისინი დადასტურებული შემთხვევით შემოვიდნენ. ამ ახალი კლასტერიდან ორი დედა-შვილია. რაც შეეხება სასულიერო პირს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 517 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა