logo
ENG



ყაზახეთის შსს-ში აცხადებენ, რომ სპეცოპერაციის დროს 26 დემონსტრანტი დაიღუპა

07 იან 202212:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/01/07/gjjki7dxi7z9gtj.jpeg

ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სპეცოპერაციის დროს 3 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, 26 დემონსტრანტის ლიკვიდაცია მოხდა, 18 კი დაშავდა. გენერალურ პროკურატურამ პროტესტის ფონზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სხვადასხვა ტელეგრამ არხით ვრცელდება ინფორმაცია, რომ 7 იანვარს დილიდან უმსხვილეს ქალაქ ალმათში სროლები განახლდა.

როგორც ცნობილია, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის მშვიდობისმყოფელები უკვე მონაწილეობენ ოპერაციებში. ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დაურენ აბაევი ამბობს, რომ ОДКБ-ს სამხედროები საბრძოლო მოქმედებებში არ ჩაერთვებიან.

"მისია სამშვიდობოა. ОДКБ-ს სამხედროები არ მონაწილეობენ სამხედრო მოქმედებებში, არ არიან ბოევიკების ლიკვიდაციით დაკავებულნი", - თქვა აბაევმა.

ყაზახეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. 6 იანვარს ალმათის ცენტრში შეტაკაბები იყო. შსს-ში ამბობენ, რომ მათ "ანტიტერორისტული სპეცოპერაცია" დაასრულეს. 

აქტივისტები და ჟურნალისტები ყვებიან, რომ ალმათის ცენტრალურ მოედანზე სამართალდამცავები მოქალაქეებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ 2 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, 18 სამართალდამცავი კი დაიღუპა. ოფიციალური უწყებები დემონსტრანტების მხრიდან დაღუპულებზე ან დაჭრილებზე ინფორმაციას არ ავრცელებენ.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 5 იანვარს ქალაქ ალმათში მომიტინგეებმა საოლქო ადმინისტრაციის შენობა და აეროპორტი დაიკავეს, რომელიც შემდგომ სამართალდამცავებმა დაიბრუნეს. ნელ-ნელა კი დაიწყო  ფრენები. რამდენიმე დღის განმავლობაში გათიშული ინტერნეტი, მაგრამ კავშირი ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. 

პროტესტი მანგისტაუს რეგიონში საწვავის ფასის ზრდის გამო 2 იანვარს დაიწყო, მოგვიანებით კი თითქმის მთელი ქვეყანა მოიცვა. ისინი თავდაპირველად ფასის დაწევას ითხოვნდნენ, შემდეგ - მთავრობის გადადგომას.

ხელისუფლებამ პირველი იანვრიდან 1 ლიტრი თხევადი აირის ფასი 60 ტენგედან (43 თეთრი) 120-მდე (85 თეთრი) გაზარდა. გამოსვლების შემდეგ სამთავრობო კომისია მომიტინგეებს გაზის ფასის შემცირებას დაჰპირდა. მოლაპარაკებების შედეგად მათ თქვეს, რომ 1 ლიტრის ფასი 50 ტენგე (36 თეთრი) იქნება.


close დახურვა