logo
ENG



შოთა რეხვიაშვილი: ქვემო ქართლში კორონავირუსის 157 შემთხვევაა დადასტურებული

30 აპრ 202012:42
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევებიდან 16 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს, ორი კი, ბოლნისს უკავშირდება. საუბარია, რომ ეს ადამიანები სამედიცინო პერსონალთან დაკავშირებული კლასტერებიდან არიან. ზოგი მათგან ექიმია ნაწილი კი, მათი ოჯახის წევრები.

ქვემო ქართლის გუბერნატორის შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, ჯამში რეგიონში ინფიცირების 157 შემთხვევაა დაფიქსირებული. დადგენილია 200-ზე მეტი კონტაქტი.

„16 ადამიანზეა დადებითი პასუხი, ჯამურად თეთრიწყაროში ამ ეტაპისთვის ინფიცირების 35 ფაქტია დადასტურებული. მერიის და საკრებულოს თანამშრომლები მოგეხსენებათ იყვნენ მაღალი რისკის ჯგუფი და მათთან საბედნიეროდ ყველასთან უარყოფითი პასუხია. რაც დადასტურდა ერთიანად ყველა ცნობილი კლასტერია. ზოგადად კონტაქტებიდან დაფიქსირებულია 200-ზე მეტი კონტაქტი, მათგან ასზე მეტი პირველადი მჭიდრო კომუნიკაციით. ბოლნისში დაახლოებით 30 საკვლევი მასალიდან დადასტურდა 2 ახალი ფაქტი და ესეც ცნობილი, სავანეთის კლასტერია. აქაც კონტაქტები ცნობილია. ჯამურად, ქვემო ქართლში ფიქსირდება 157 დადასტურებული ფაქტი“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან ამოქმედდა, 22 აპრილს კი, კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდა და 22 მაისის ჩათვლით იქნება ძალაში. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათიაგამოცხადებული. ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა