logo
ENG



ხერსონის ოლქში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა შესახებ პირველი ცნობები ვრცელდება

08 ივნ 202300:19
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/08/g9g6t8wwipd67wl.jpg

კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა შესახებ პირველადი ინფორმაცია ვრცელდება - როგორც ქალაქ ოლეშკის მერი წერს, ამ დროის მონაცემებით, დაღუპულია სამი ადამიანი.

მისივე თქმით, ქალაქის 90% დატბორილია, ხოლო ქუჩებში წყლის დონე 3 მეტრს აღწევს.

პარალელურად, უკრაინული მხარე საუბრობს ევაკუაციის პრობლემებზე - როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრაოკუპანტები ევაკუაციისა და დატბორილ რაიონებში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების პროცესს აფერხებენ. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იქ მისულ მაშველებს ოკუპანტები შორი მანძილიდან ესვრიან.

ამასთან, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიჰალმა საერთაშორისო ორგანიზაციებს ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ნაწილიდან მოქალაქეების ევაკუაციაში დასახმარებლად მიმართა და მოუწოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედონ.

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებზე ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე:


close დახურვა