logo
ENG


კალაძე ოპოზიციაზე: გუშინ მაგრად ვხალისობდი რა, ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით
კახა კალაძე
17 იან, 2024 11:48
კალაძე ოპოზიციაზე: გუშინ მაგრად ვხალისობდი რა, ვერ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით
  • 622ნახვები

ყველაზე კარგად იცის ადგილობრივმა მოსახლეობამ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ადამიანები, ვინც ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამხელა მასშტაბური სამუშაოები ვაწარმოოთ და ეს არაა მხოლოდ ინფრასტრუქტურული მიმართულებით. საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ავიღოთ, პარკები, სკვერები,გამწვანება - რაც კეთდება ქალაქში, ვინ გააკეთა? ვის გაუკეთებია? სად იყვნენ წინა მთავრობები, წინა მერებიც ხომ იყვნენ? გაკეთებინათ.

დღეს ისეთი პროპაგანდა მიდის, რომ ეს სამუშაოები, აღმშენებლობა და განვითარება უნდათ, დანაშაულად აქციონ.

ვინ ხმაურობს ყველაზე მეტს? ეს არის ხელმოცარული ე.წ პოლიტიკოსები, რომლებსაც არაფერი გაუკეთებიათ ცხოვრებაში. გუშინ ვაკვირდებოდი მთელი დღის განმავლობაში და გულწრფელად გეტყვით, მაგრად ვხალისობდი, რა, ამათ ისტერიკაზე. ეს მიუთითებს მათ რეალურ მდგომარეობას, მიუთითებს იმას, სად იმყოფებიან, სადაც იმყოფებით ახლა არ ვიკადრებ, ტელევიზიებია, მთავრობის სხდომაა და არ ვიტყვი იმ სიტყვას, სადაც იმყოფებით - დარჩებით მანდ. ეს არის თქვენი ბუნებრივი ადგილი და 2024 წლის არჩევნებზე საზოგადოება კიდევ გაგცემთ პასუხს.

თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე. 16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ მერიამ წერეთლის გამზირზე მომუშავე კომპანიებს კონტრაქტი შეუწყვიტა



ასევე ნახეთ
close დახურვა