logo
ENG


ელისაშვილი: მელია დაუკრეფავში გადავიდა, კარგად გაიხსენოს, ვინ ვარ, ვიღაცებში არ ავერიო
  • 1537ნახვები

ნიკა მელია დაუკრეფავში გადავიდა აშკარად ჩემთან მიმართებაში და მინდა შევახსენო, კარგად გაიხსენოს, მე ვინ ვარ, ვიღაც-ვიღაცებში არ ავერიო. ვისთანაც ასე ლაპარაკს მიეჩვია, იმ ხალხში ნუ ავერევი. ეს კარგად გაითვალისწინოს. კი ბატონო, ემოციურად მძიმე დღე აქვს, მაგრამ ცოტა მეტად გააკონტროლოს ჩემთან მიმართებაში თავისი გამონათქვამები და სიტყვები.

განუცხადა ჟურნალისტებს პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ მზადაა, "ნიკა მელიას გირაოსთვის თანხა თავისი ხელფასიდან გადარიცხოს". ელისაშვილის შეთავაზებას მელიამ ასე უპასუხა: "არ მომიყვანო მაგ პარლამენტში, ჩემი ხელით აგიღებ და გამოგიტან გარეთ".



ასევე ნახეთ
close დახურვა