logo
ENG


ნინუცა მაყაშვილი ქალებს: ძალადობა არ არის ნორმა, ნორმა არის ბედნიერი ყოფნა
  • 2010ნახვები

ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადამელახა. ყველა ის ქალი, ძალიან ბევრი ქალი, ვინც ახლა აღარ არის ძალადობის მსხვერპლი, თუმცა გამოვლილი აქვს ეს ყველაფერი, დღემდე ვერ ახერხებს ლაპარაკს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, 20-30-35 წელი იყოს გასული. ამ თემაზე ლაპარაკი არის ძალიან რთული, ეს თემა მთელი ცხოვრება გაქვს გულში და გჭამს. იმ დღემდე, სანამ მე ამ ყველაფერს ვიტყოდი, ხდებოდა ჩემი რეაბილიტაცია.

ბევრი კომენტარი წავიკითხე, რომ ეს იყო ჩემი მხრიდან შურისძიება. მე რომ შურისძიება მდომოდა და 11 წელი ეს ბოროტება მეტარებინა, თავის დროზე მოვახერხებდი ამის გასაჩივრებას. ჩემი მიზანი არ იყო ეს, ჩემი მიზანი იყო ის, რომ იმ ქალების გულამდე, ვინც ახლა ფიქრობს, რომ მათთვის ის ცხოვრება არის ნორმა, რაშიც ახლა არიან, მინდოდა მეჩვენება, რომ ეს არ არის ნორმა, არის ნორმა ის, რომ შენ იქნები ბედნიერი, შენ იქნები წარმატებული, შენ იქნები კარგად, თუ უბრალოდ ოდნავ მაინც გაძლიერდები და შენ შენს თავში იპოვი პატარა ნაპერწკალს, რომელსაც გააღვივებ.

თქვა მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში. მსახიობმა რამდენიმე დღის წინ ინტერვიუში ისაუბრა, რომ ყოფილი ქმარი, ასევე მსახიობი ბესო ზანგური ერთად ყოფნის პერიოდში მას ხშირად სცემდა, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც.



ასევე ნახეთ
close დახურვა