logo
ENG


ელისაშვილი: ნიკა მელიას ციხეში დაწერილი აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს
  • 1022ნახვები

ნიკა მელიას დირექტივები და რაღაც ციხეში დაწერილი აპრილის თეზისები საერთოდ არ მაინტერესებს. რას დავუჭერთ მხარს და რას არ დავუჭერთ, ამას ჩვენ გადავწყვეტთ, ჩვენი პარტია და სულ არ მაინტერესებს მელია იქიდან გაზეთ პრავდაში რა დირექტივებს აქვეყნებს.

ასე გამოეხმაურა პარტია მოქალაქეების ერთერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას და მმართველ გუნდს მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.

 


ასევე ნახეთ
close დახურვა