logo
ENG


ხაბეიშვილი: კომპანია, რომელმაც შემოიყვანა ეს ავტობუსები, ოცნების მუდმივი შემომწირველია
  • 763ნახვები

არ დაგვავიწყდეს ისიც და ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება, რომ კომპანია, რომელმაც შემოიყვანა ეს ავტობუსები, თეგეტა მოტორსზეა საუბარი, არის ქართული ოცნების შემომწირველი, ეს სიახლე არ იქნება მაყურებლისთვის, ეს კომპანია და მისი მეწილეები მუდმივად აფინანსებენ ქართული ოცნების წინაასაარჩევნო კამპანიას. იმდენად ურცხვი და უთავმოყვარეო ხალხია, რომ სალომე ზურაბიშვილსაც სწირავდნენ თანხას. ყველაფერი შეიძლება, გაუგო ადამიანსაც და ბიზნესმენსაც, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის დაფინანსებას ნამდვილად ვერ გაუგებ. ეს არის ხალხი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქართულ ოცნებასთან. ცხადია, რომ ეს ადამიანები მიეზიდებიან ოფიციალურად ფულს ქართულ ოცნებაში და არაოფიციალურად კიდევ რამდენი მიაქვთ ეს შავი თანხა, საკითხავია.

თქვა ფორმულას გადაცემა კომენტარში ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ორმულას ექსკლუზიურ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის მიერ ავტობუსებში გადახდილ თანხასა და რეალურ ღირებულებას შორის სხვაობა 60 მილიონი ლარია.



ასევე ნახეთ
close დახურვა