logo
ENG


დეკანოზი ილია ჭიღლაძე : იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ახალი კაიაფა მღვდელმთავარია
  • 984ნახვები

ქუთაისის და გელათის მიტროპოლიტად დანიშნულმა პრორუსმა იოანე გამრეკელმა, რომელიც ხმას არ იღებს გელათის დაზიანების გამო, არა მარტო იძალადა 5 ივლისს ჟურნალისტ რატი წვერავაზე, როცა საკუთარი თანმხლები პირების ძალადობა არ შეაჩერა, არამედ ცილისწამებაც იკადრა. ამასთან ერთად, ისაა ერეტიკოსი (მწვალებელი), რადგან ქრისტეს მიერ დასრულებული მოსეს რჯულის, ანუ ძველი აღთქმის კანონების გაცოცხლებას ცდილობს ეკლესიაში და ძალადობის რელიგიურ საფუძველზე გამართლება-დაკანონებას. მღვდელმთავარი იოანე გამრეკელი ქრისტიანიც კი აღარაა, ისაა ახალი კაიაფა მღვდელმთავარი, რომელიც უარყოფს ახალ აღთქმის სულს და ძველი აღთქმის კანონების და მენტალიტეტის დაბრუნებას ცდილობს, რელიგიური ფანატიზმის და ძალადობის ასაღორძინებლად.

ანაქსიოს კაიაფა გამრეკელს!

წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე facebook-ზე. ჟურნალისტ რატი წვერავაზე თავდასხმის პროვოცირება, რომელშიც რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, მეუფე იოანემ თავად ჟურნალისტს დააბრალა. ამასთან, მან ბაშვებზე ძალადობა გაამართლა და რჯულის კანონი მოიყვანა არგუმენტად.



ასევე ნახეთ
close დახურვა