logo
ENG


ელისაშვილი: მელიას მხარს არ დავუჭერთ, ენმ-სთან გაერთიანებაში მონაწილეობას არ ვაპირებთ
  • 2136ნახვები

ნიკა მელიას მხარს არ დავუჭერთ და ნაციონალურ მოძრაობასთან არანაირ გაერთიანებებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ეს თუ უნდოდათ, ცოტა წინ გაეხედათ და ნუ იქნებოდნენ ისეთი მოკლემხედველები, როგორიც იყვნენ. ჩვენ ვეუბნებოდით, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან წამოვიღოთ მაქსიმუმი, შევიდეთ 60 დეპუტატი ოპოზიციიდან პარლამენტში, დავანთოთ ცეცხლი, დავორგანიზდეთ საერთო კანდიდატზე თბილისის მერობის, საერთო მაჟორიტარობის კანდიდატებზე და დავამარცხოთ ქართული ოცნება თვითმმართველობის არჩევნებში. ყური არ გვიგდეს მაგრამ იგივე ხდება, თუმცა უკუღმა. ახლა ვართ დაშლილი ოპოზიცია, ვლანძღავთ ერთმანეთს და რა ნამუსით უნდა გვთხოვონ ჩვენ, რომ რომელიმე კანდიდატს დავუჭიროთ მხარი. იმ ოპოზიციონერებმა როგორ უნდა გვთხოვონ ეს ვინც 6 თვე გვლანძღავდა და ათას უბედურებას გვაბრალებდა.

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა. ფორმულას ინფორმაციით, კვირის ბოლოს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ნიკა მელიას წარადგენს.



ასევე ნახეთ
close დახურვა