logo
ENG


უგულავა: ოპოზიცია გამოვიდეს პარლამენტიდან, ვადა მივცეთ პარტნიორებს, დააბრუნონ შეთანხმებაში
გიგი უგულავა
28 ივლ, 2021 14:59
უგულავა: ოპოზიცია გამოვიდეს პარლამენტიდან, ვადა მივცეთ პარტნიორებს, დააბრუნონ შეთანხმებაში
  • 2645ნახვები

ჩემი აზრით: 1. ოპოზიცია უნდა გამოვიდეს პარლამენტიდან

2. ვადა უნდა მივცეთ ოცნებას და მთავრობისგან გადაგდებულ პარტიორებს რომ დააბრუნოს ოცნება შეთანხმებაში.

3. შეთანხმება უნდა იყოს მხოლოდ 43%-ზე და სრულად პროპორციულ რიგგარეშეზე. დანარჩენზე ოცნებასთან საუბარი არ შეიძლება

4. ვადის გასვლის შემდეგ და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში ბოიკოტი ადგილობრივ არჩევნებს. უნდა გვესმოდეს დღეს ოცნებამ საქართველოში გააუქმა არჩევნები.

ასე ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ოცნების შეთანხმებიდან გასვლას. ქართული ოცნება 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში.



ასევე ნახეთ
close დახურვა