logo
ENG


გვარამია: საპატრიარქოს და სასამართლოს ქცევას ჰქვია - ანტიჰუმანურობა
  • 1126ნახვები

ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველგვარი მიმართვების და განსჯების, ასევე შეწყალების კომისიის გვერდის ავლითაც, საპატრიარქოს შეჰქონდა განცხადებები შეწყალებაზე. ბევრია ასეთი, მაგალითად ირაკლი ბათიაშვილის საქმე... სამშობლოს ღალატითვის იხდიდა იგი სასჯელს. მიუხედავად ამისა, საპატრიარქომ თვითონ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მიმართა საქართველოს პრეზიდენტს. დღეს ორმა ინსტანციამ გვითხრა უარი სააკაშვილის საქმის განხილვაზე. ერთია საპატრიარქო, რომელმაც თქვა, რომ შემოიტანეთ განაცხადი და განვიხილავთ. ეტყობა სამშობლოს ღალატი არ არის მძიმე დანაშაული, ასევე საპატრიარქოსგან ბევრი სხვა მძიმე დანაშაული შესულა პრეზიდენტთან, მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებით, ამის სტატისტიკა არსებობს. მეორე - სასამართლო სისტემა, სადაც შევიტანეთ სააკაშვილის ჯანმართელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ აღსრულების გამოცემა, მაგრამ ხარვეზით გამოგვაბრუნა უკან... სასამართლომ მისდია ფორმალიზმს და მშრალ განსჯას. ყოველი საათი არის ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. სასამართლოც და საპატრიარქოც იქცევა იდენტურად და ამ მოქცევას ჰქვია - ანტიჰუმანურობა.

განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, რომ საპატრიარქო პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ვერ სთხოვს.



ასევე ნახეთ
close დახურვა