logo
ENG


უგულავა: სააკაშვილს არა თუ სამართლიანი, უსამართლო სასამართლოს უფლებაც ჩამოართვეს
გიგი უგულავა
15 ნოე, 2021 15:22
უგულავა: სააკაშვილს არა თუ სამართლიანი, უსამართლო სასამართლოს უფლებაც ჩამოართვეს
  • 809ნახვები

სააკაშვილს არა თუ სამართლიანი სასამართლოს უფლება ჩამოართვეს, უსამართლო სასამართლოს უფლებაც ჩამოართვეს. ეგეთ რამეს არავინ არ აკეთებს დედამიწაზე. სამართლიანი არ არის სასამართლო, უსამართლო სასამართლოში მაინც მიიყვანონ. ჩვენი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და დაუყოვნებლივ გადაყვანა ნორმალურ საავადმყოფოში, სადაც მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება, მეორე მოთხოვნაა რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, მესამე მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა იმიტომ, რომ ეს მთავრობა ვერანაირ არჩევნებს ვერ ჩაატარებს იმიტომ, რომ ზიზღის და ღვარძლის ფრქვევის მეტს არაფერს აკეთებს.

თქვა გიგი უგულავამ ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობის დროს. ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება დღესაც არ მისცეს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა