გილოცავთ ბატონო ემანუელ მაკრონ, თქვენთან ერთად მოიგო საფრანგეთმა! იმარჯვებს ევროპა და ვიმარჯვებთ ჩვენ, ჩვენ ქართველები და უკრაინელები, რომლებსაც გვჭირდება ძლიერი, ღირსეული ევროპა, რომლის ყიდვას, ან გატეხვას რუსეთი ვერ შეძლებს და ვალდებული იქნება, პატივი სცეს!
წერს Twitter-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. წინასწარი შედეგებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მაკრონმა გაიმარჯვა.