დეტალები ამ ჩანაწერის, არ ვიცი, მოგეხსენებათ აქ ვიმყოფები, თუმცა ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართველს არ სურს ამ ეტაპზე რუსეთთან დაახლოება, განსაკუთრებით მაშინ, როცა რუსეთი ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინაზე. ესვრის სკოლებს, საავადმყოფოებს და ის აკეთებს იმას, რასაც ასევე აკეთებდა საქართველოში, ასე რომ, რუსეთთან დაახლოება ბევრი ქართველის ინტერესში არ შედის
ასე ეხმაურება აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის გავრცელებულ ჩანაწერს.
"რუსულ-ქართული საიდუმლო კავშირი" - ამ სათაურით იუთუბ არხ კიბერ კმარაზე გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. აბაშიძემ ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა.