logo
ENG


კობახიძე დაკავებულ აქტივისტზე: ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული
  • 1069ნახვები

თავისთავად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კანონის აღსრულება და მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების წინააღმდეგ, ეს იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლა, იყო ქვების დაშენა, ეს არის კონკრეტული უმძიმესი დანაშაულები და სამართალდამცავი უწყებების საქმე.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ პირს, მას ჩანს, რომ ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული და ასეთი ადამიანები ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ და ამას სჭირდება სათანადო შეფასება. თავისთავად ის, რომ ეს პირი, ახალგაზრდა კაცი გზას აცდენილი კაცი დაკავშირებულია ბოლშევიკურ ტროიკასთან - ვაშაძე, ჯაფარიძე, ხოშტარიას ერთობას, მიუთითებს რაზე, რომ ამ პირს ამოძრავებდა კონკრეტული სუბიექტური ინტერესი. როგორც მოგეხსენებათ, ეს ბოლშევიკური ტროიკა არის უცხოური აგენტების ერთობლიობა და ეს პირი მოქმედებდა კონკრეტული ინტერესით, რომ მათი დაფინანსება არ ყოფილიყო გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, ასეთი ორიენტაცია არეული ადამიანების ქმედებები უნდა იყოს სათანადოდ შეფასებული როგორც სამართლებრივად, ასევე საზოგადოების მიერ.

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს ერთი ადამიანი, რომელმაც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა