logo
ENG


ჰერჩინსკი: პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა მიუღებელია, იმედია, სიტუაცია არ გაუარესდება
  • 578ნახვები

წავიკითხე ზოგიერთი ანგარიში. მე არ ვარ სრულად ინფორმირებული იმაზე, თუ რა მოხდა და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს ამას გამოიძიებენ. თუმცა რისი თქმაც შემიძლია ხმამაღლა და მკაფიოდ ისაა, რომ პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არაა მისაღები, ეს მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში და იმედი მაქვს, საქართველოში სიტუაცია არასდროს გაუარესდება იმ წერტილამდე, სადაც იარსებებს პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა. ეს არ უნდა დაუშვათ.

განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ პარტია გირჩი- მეტი თავისუფლების ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმაზე. 

დღეს გორის სმარტთან გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ - ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში აქვს მიყენებული.

პარალელურად, ბორჯომის სასტუმროში, სადაც პარტიის ბანაკია მოწყობილი, ძალადობრივი ჯგუფის წევრები შეიკრიბნენ. ისინი ადგილზე მყოფ ბანაკის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ და სასტუმროს ქვებიც დაუშინეს. სასტუმროს ტერიტორიაზე ბანაკის წევრების გარდა დამსვენებლებიც იმყოფებიან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა