logo
ENG


კუპრაძე: ოცნება იღებს პრორუსულ გადაწყვეტილებას, აგრძელებს ცირკს - იმპიჩმენტი ვერ შედგება
  • 849ნახვები

ქართული ოცნება დღეს იღებს პრორუსულ გადაწყვეტილებას და აგრძელებს პოლიტიკურ ცირკს, რომელიც მოგზაურობს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით, დღეს კობახიძის განცხადებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოცნება ემსახურება პუტინის ინტერესს და აწარმოებს საბოტაჟს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. მაშინ, როცა პრეზიდენტი იმყოფება ევროპის დედაქალაქებში უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ვიზიტებით, რომლის მიზანიცაა დარწმუნება პარტნიორების, რომ მოგვანიჭონ კანდიდატის სტატუსი და გამოიყენოს ქვეყანამ ისტორიული შანსი, ამის პარალელურად ოცნება იწყებს იმპიჩმენტის პროცესს. ეს იქნება იმპიჩმენტი შედეგის გარეშე, რომელიც ვერ შედგება. ეს იქნება წარუმატებელი გზა და კიდევ ერთი კომიკური მცდელობა ქართული ოცნებისა, რომ გადაიტანოს ყურადღება სხვა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით. მოვუწოდებთ საპარლამენტო ოპოზიციას, არ შევიდნენ არანაირ ტიპის კომუნიკაციაში და განხილვაში ამ საკითხთან დაკავშირებით.

თქვა ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ. ოცნებამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა