logo
ENG



თალაკვაძე: არჩევნები, დღეის მდგომარეობით, ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში

24 აპრ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისა განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ესწრება.

„ოპოზიციას ყველაზე მეტად საარჩევნო პროცესი და კალენდარი აინტერესებს. მინდა მივმართო საგანგებო მდგომარეობის ვადების ამ პირობებშიც კი, ჩვენ ვასწრებთ ნორმალლურ რეჟიმში საარჩევნო კოდექსში ცვლილების მიღებას. არჩევნები, დღეის მდგომარეობით, ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში.

თუ ოპონენტებს 3 000-ლარიანი ჯარიმა ებევრებათ, მეორე მხარეს ადამიანების სიცოცხლე დგას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მთავრობის ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტრომ 70-მდე ონლაინ კომპანია შეამოწმა და მათგან ნახევარზე მეტი აკმაყოფილებს გაიდლაინებს.  

"ჩვენ ჯამში 400-ზე მეტი კომპანია შევამოწმეთ, მათ შორის ონლაინ კომპანიებია 70-მდე. ისინი პრაქტიკულად გასულ ორ დღეში შევამოწმეთ, მინდა ვთქვა, რომ ნახევარზე მეტი აკმაყოფილებს, მაგრამ არიან კომპანიები ვინც, მიუხედავად აქტიური მოთხოვნისა, რომ გვამუშავეთ, ვერ აკმაყოფილებს გაიდლაინებს", — განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.

საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება. 15 აპრილიდან 10 დღით დაიკეტა ოთხი დიდი ქალაქიც.საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
რაც შეეხება ჯარიმებს, 3 ათასი ლარი საგანგებო მდგომარეობის ან კარანტინის დარღვევის შემთხვევაში და 15 ათასი იურიდიული პირებისთვის - ეს სანქცია უკვე პარლამენტმა ახალი კანონით განსაზღვრა, რომელიც 23 აპრილს რიგგარეშე სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო. დარღვევის განმეორების შემთხვევაში კი 6-წლამდე ვადით პატიმრობაა გათვალისწინებული. ეს ქმედება როგორც დანაშაული პირველად ჩაიწერა სისხლის სამართლის კოდექსში. 
საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. 

ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს მოხდა. 


close დახურვა