logo
ENG



თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი ლექსო რაფავა ციხეში შიმშილობს

26 ოქტ 202114:44
3 წუთის საკითხავი
 

ენმ-ს წევრის, თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობის პოლიციის ყოფილი უფროსი, ლექსო რაფავა ციხეში შიმშილობს. ეს გუნავამ ფორმულას ეთერში თქვა და შსს-ს რაფავას გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

"ვაფრთხილებ შსს-ს, რომ მსგავს მოქმედებებზე ხელი აიღონ და დროზე გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ლექსო რაფავა იმიტომ, რომ ის ბიჭი იყო და არის ქვეყნის პატრიოტი და მას ეს შეიარაღებები სახლში არ ჰქონდა. მას ეს ჩაუდეს. დღეს ეს ადამიანი შიმშილობს და მე მას მხარდაჭერას ვუცხადებ. მინდა გავამხნევო მისი ოჯახი, ჩენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, რომ ეს ბიჭი იყოს თავისუფალი", - ამბობს გუნავა.

სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, მიყოლებით, თანამდებობა დატოვეს შსს-ს თანამშრომლებმა  რევაზ ლაზიშვილმაჭაბუკა რაფავამომარ არქანიამ, რომან ანთიამ  და გიორგი ბერიშვილა.


close დახურვა