რუსი მწერალი და ჟურნალისტი ფილიპ ძიადკო საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაციას ოპოზიციური არხი, დოჟდი ავრცელებს.
"ფილიპ ძიადკო ჩამოფრინდა თბილისში ვენიდან. ის გააჩერეს მთელი ღამის განმავლობაში აეროპორტში, უთხრეს, რომ "სისტემამ გაჭედა", დილით კი ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე შეატყობინეს, რომ მას უარი ეთქვა ქვეყანაში შესვლაზე. ჟურნალისტს არანაირი საბუთები უარის შესახებ არ გადასცეს. ახლა დზიადკოს ტელეფონს ართმევენ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში კრემლის მოწინააღმდეგე სხვა რუსი ოპოზიციონერი ჟურნალისტები და უფლებადამცველები არ შემოუშვიათ.
გასული წლის 31 იანვარს საქართველოში რუსი ოპოზიციონერი ლიდერი დმიტრი გუდკოვი არ შემოუშვეს, ასევე 4 თებერვალს არ შემოუშვეს კიდევ ერთი რუსი ოპოზიციონერი იგორ ეფრიმოვი. მოგვიანებით, 17 თებერვალს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა რუს ოპოზიციონერს ანდრეი დავიდოვს. 11 მარტს დამოუკიდებელი, აქტივისტური მედიაჯგუფის, "მედიაზონის" ჟურნალისტი დევიდ ფრენკელი საქართველოში არ შემოუშვეს. 19 ივლისს რუსმა ბლოგერმა ალექსეი რომანოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს. 4 სექტემბერს საქართველოში შესვლაზე უარი ეთქვა კრემლის კრიტიკოსს რუს ფოტოჟურნალისტს ვასილი კრესტიანინოვს. 27 ოქტომბერს უკრაინელმა ჟურნალისტმა, დმიტრი გორდონმა თქვა, რომ საზღვარზე საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. გასული წლის 13 დეკემბერს საქართველოში პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე რუსი მწერალი დიმიტრი ბიკოვი. 13 თებერვალს ფონდ "არა ძალადობას" დამფუძნებელი ანა რივინა საქართველოში არ შემოუშვეს.