logo
ENG



კობახიძე: ნიკანორ მელია და აჰმედ იმამკულიევი საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ

30 სექ 202015:12
3 წუთის საკითხავი
 
x8lu2negl7hdyww.jpg

ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკანორ მელია და ევროპული საქართველოს წევრი აჰმედ იმამკულიევი "საარჩევნო პროვოკატორებად არიან ჩამოყალიბებულები". 

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ასე გახშირებულ თავდასხმებს გამოეხმაურა და პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა:

"რადიკალურმა ოპოზიციამ მაინც მოახერხა პროვოკაციების ინციდენტებში გადაზრდა. კრიმინალური ოპოზიციის წარმომადგენლები თავს დაესხნენ ჩვენი მარნეულის შტაბის წევრს თემურ შუბითიძეს და მიაყენეს მძიმე ფიზიკური დაზიანებები. პროვოკაციების მოწყობის თვალსაზრისით გამოირჩევიან ის კანდიდატები, რომლებიც უკვე წლებია პროფესიონალ საარჩევნო პროვოკატორებად ჩამოყალიბდნენ. ესენი არიან ნიკანორ მელია და აკმამედ იმამკულიევი, რომელთა შესრულებით, ჩვენი გასული წლების განმავლობაში არაერთი უმძიმესი საარჩევნო პროვოკაცია ვიხილეთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მარნეულში რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

28 სექტემბერს ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა აჰმედ იმამკულიევმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ევროპული საქართველოს აქტივისტს, ტირის თოფი ესროლეს. ფორმულას ეთერში მან განაცხადა, რომ თავდასხმა ბანერის გაკვრის დროს მოხდა. 

თავს დაესხნენ მთავარი არხის ოთხ თანამშრომელს. მათ ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის სცემეს და თავი გაუტეხეს. ის თბილისის ნიუ ჰოსპიტალსში გადაიყვანეს. ჟურნალისტმა კლინიკა უკვე დატოვა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მათ გადამღებ ჯგუფსაც დაესხნენ თავს, ოპერატორს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მარნეულში ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებს.

მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ამასთან, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ განხორციელდა ფიზიკური ძალადობა რამდენიმე ადამიანის მიმართ, მათ შორის არის სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მუმლაძე და მედიის წარმომადგენლები.

ოპოზიციური პარტიები ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ და ამბობენ, რომ ეს არჩევნებში წაგების შიშზე მიუთითებს.

ინციდენტებს გამოეხმაურა მმართველი გუნდიც და პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.

განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდა, უზრუნველყონ ინციდენტების სწრაფად, სრულყოფილად და მიუკერძოებლად გამოძიება.

ხელისუფლებას ჟურნალისტების დაცვისკენ მოუწოდა კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში (EMCგანაცხადეს, რომ დაუშვებელია წინასაარჩევნო პროცესებში ძალადობრივი მიდგომების გამოყენება, მით უფრო ამ პროცესში საკრებულოს წევრების მონაწილეობა. მათივე შეფასებით, საგანგაშოა, რომ მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებს თავს მათი საქმიანობის გამო დაესხნენ.


close დახურვა