logo
ENG



ბოკერია - ქვეყანა მძევლად ჰყავს უგუნურ ხელისუფლებასა და რელიგიურ ფანატიკოსებს

17 აპრ 202012:07
3 წუთის საკითხავი
 

ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები არაგონივრულად მიაჩნიათ ოპოზიციის წევრებს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მთავრობამ საგანგებო მდგომაროების ფარგლებში პირობებში ისე გაამკაცრა, რომ მოსახლეობის საჭირობები არ გაითვალისწინა. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, ხელისუფლებას რელიგიურ ფანატიკოსებთან პოლიტიკური კონტრაქტი აქვს დადებული.

„ჩვენი ქვეყანა, კანონმორჩილი შეგნებული მოქალაქეები, მათ შორის მორწმუნე კანონმორჩილი მოქალაქეები მძევლად ჰყავს უგუნურ და უპასუხისმგებლო ხელისუფლებას და რელიგიურ ფანატიკოსებს. ხელისუფლებას, რომელსაც ამ რელიგურ ფანატიკოსებთან საარჩევნო და პოლიტიკური კონტრაქტი აქვს და ამას წირავს საფრთხეს სიცოცხლის და კეთილდღეობის დანარჩენი მოქალაქეების.

"ყველა დანარჩენი იხდის საფასურს ამ უპასუხისმგებლო მთავრობის და ამ რელიგიური ფანატიკოსების. თან როგორ მოიქცნენ, ვითომ იმ საფრთხეების შესამცირებლად, რახან ვერ ეხებიან ამ ფანატიკოსებს, შემქნეს პირობები, რომ ადამიანებმა საფრთხეში უნდა ჩაიგდონ თავი ამ მოძრაობით. მთელი ეს დღეები, რაც ხდება ბაზრობებზე... სხვა არჩევანი არ დაუტოვეს ადამიანებს“, - აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. საბოლოო ჯამში საპატრიარქო და მთავრობა ლიტურგიის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. შესაბამისი განცხადებები გუშინ საპატრიარქოს პრესსამსახურმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. კერძოდ, ჯაღმაიძის თქმით, ეკლესიის კარი არ დაიკეტება.

მოგვიანებით განცხადებები გააკეთა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ, რომელმაც არსებულ საფრთხეებზე ისაუბრა. იმნაძის თქმით, თუ მოსახლეობა წესებს არ დაიცავს ქვეყანაში განმეორდება ის რაც მოხდა იტალიაშიც. მან მოქალაქეებს მოუწოდა ეკლესიაში წასვლისგან თავი შეიკავონ.

 ბოლო მონაცემებით ინფიცირებულთა რიცხვი 370 -მდე გაიზარდა , აქედან 77 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

 ქვეყანაში 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათი მოქმედებს. კერძოდ კი, მოქალაქეებს 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება ეკრძალებათ, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია სხვადასხვა ობიექტი. გარდა ამისა ჩაკეტილია 4 დიდი ქალაქი, მათ შორის თბილისი და გამკაცრებული კარანტინი მოქმედებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.

 გარდა ამისა, 21 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი მანქანებით გადაადგილება. 10 დღით დაიკეტა სასაფლაოებიც.


close დახურვა