logo
ENG



ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს შეუჩერებს

25 მაი 202100:02
3 წუთის საკითხავი
 
2021/05/25/kqwg51v0rf1khub.jpeg

ევროკავშირი ბელარუსს სამმილიარდიან საინვესტიციო პაკეტს უჩერებს და იქამდე გაუყინავს, სანამ ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე არ დაბრუნდება. The Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრამდე განაცხადა.

„ჩვენ ზეწოლას მოვახდენთ რეჟიმზე მანამ, სანამ ის საბოლოოდ პატივს არ სცემს მედიის თავისუფლებას, პრესის თავისუფლებასა და აზრის თავისუფლებას", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე, რომელზეც განიხილავენ ბელარუსის წინააღმდეგ შემდგომი სანქციების დაწესებას.

ფონ დერ ლეიენის თქმით, ახალი ზომების სამიზნე, შეიძლება, იყვნენ პირები, რომლებიც მონაწილეობდნენ Ryanair– ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებაში, ასევე, ბიზნესისა და ეკონომიკურ სუბიექტებს, რომლებიც აფინანსებენ ქვეყნის ხელმძღვანელობას და ბელორუსის საავიაციო სექტორს.

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ გასცა ბრძანება, რომ საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიმავალი თვითმფრინავი დედაქალაქ მინსკში დაეშვათ, რადგან ბორტზე ბელარუსი ოპოზიციონერი აქტივისტი/ჟურნალისტი იმყოფებოდა.

კერძოდ, 23 მაისს, თვითმფრინავმა, რომელიც ათენიდან ვილნიუსში მიფრინავდა და თითქმის ლიეტუვის საჰაერო ტერიტორიაზე იმყოფებოდა, მიმართულება შეიცვალა და მინსკში გაფრინდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავის ეკიპაჟს უთხრეს, რომ ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. ამის შემდეგ, ალექსანდრ ლუკაშენკოს პირადი ბრძანებით, Ryanair-ის თვითმფრინავს მიმართულება იძულებით, საბრძოლო თვითმფრინავის დახმარებით​ შეაცვლევინეს. 

თვითმფრინავის მინსკში დაშვების შემდეგ, ბელარუსმა სამართალდამცველებმა 26 წლის რომან პროტასევიჩი დააკავეს. ის ბელარუსში ძებნილად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც აქტივისტ/ჟურნალისტი ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ გამართულ აქციებში იღებდა მონაწილეობას.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ბელარუსელი აქტივისტ-ჟურნალისტის დაკავებას ტერორისტულ აქტად შეაფასა

მოგვიანებით ფაქტს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მკაცრად გმობს "ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმის თავხედურ და შოკისმომგვრელ ქმედებას, შეცვალოს კომერციული ფრენა და დააკავოს ჟურნალისტი". 

აღსანიშნავია, რომ მომხდარს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა, თუმცა, თავისი განცხადებით არ დაუგმია მომხდარი და არ უხსენებია დაკავებული ჟურნალისტი. 

 


close დახურვა