მთავრობის ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ მიიუხედავად საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებისა განაცხადა, რომ ამ სიტუაციაში არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში ესწრება.
„ოპოზიციას ყველაზე მეტად საარჩევნო პროცესი და კალენდარი აინტერესებს. მინდა მივმართო საგანგებო მდგომარეობის ვადების ამ პირობებშიც კი, ჩვენ ვასწრებთ ნორმალლურ რეჟიმში საარჩევნო კოდექსში ცვლილების მიღებას. არჩევნები, დღეის მდგომარეობით, ჩატარდება კონსტიტუციით დადგენილ ვადებში.
თუ ოპონენტებს 3 000-ლარიანი ჯარიმა ებევრებათ, მეორე მხარეს ადამიანების სიცოცხლე დგას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
მთავრობის ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტრომ 70-მდე ონლაინ კომპანია შეამოწმა და მათგან ნახევარზე მეტი აკმაყოფილებს გაიდლაინებს.
"ჩვენ ჯამში 400-ზე მეტი კომპანია შევამოწმეთ, მათ შორის ონლაინ კომპანიებია 70-მდე. ისინი პრაქტიკულად გასულ ორ დღეში შევამოწმეთ, მინდა ვთქვა, რომ ნახევარზე მეტი აკმაყოფილებს, მაგრამ არიან კომპანიები ვინც, მიუხედავად აქტიური მოთხოვნისა, რომ გვამუშავეთ, ვერ აკმაყოფილებს გაიდლაინებს", — განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 431-ს შეადგენს. აქედან 114 გამოჯანმრთელდა, ხოლო 5 გარდაიცვალა.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ქვეყანაში 21 მარტიდან მოქმედებდა, რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი თვით, 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა. გარდა ამისა, 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.
ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება 8 მარტს მოხდა.