logo
ENG



მაიკლ გალერი პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე:ეს იქნება ივანიშვილის ლაკმუსის ტესტი

13 მაი 202013:01
3 წუთის საკითხავი
 
theg8va0rgojikk.jpg

ევროპარლამენტის წევრი მაიკლ გალერი მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, რათა წინასაარჩევნო გარემო იყოს დემოკრატიული სტანდარტების.

როგორც გერმანელი ევროპარლამენტარი "ტვიტერზე" წერს, ეს იქნება ტესტი იმისა, თუ რეალურად რა განზრახვები აქვს საქართველოს მმართველ პარტიას.

„ყველა პარტიამ უნდა დაიცვას რვა მარტს მიღებული შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება. ეს იქნება ლაკმუსის ტესტი ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეალური მიზნების გამოსავლენად. ისინი აგრძელებენ დასავლელი პარტნიორების შემოწმებას, კვლავ ელიან თუ არა ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას - დიახ, ელიან. ეს აუცილებელი პირობაა, თუკი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებაზეა საუბარი", - წერს გალერი.

შეგახსენებთ, რომ რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მმართველ ძალას საქართველოში მოქმედმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა ერთიანი წერილით მოუწოდეს. შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე გააკეთა განცხადება ადამ კინზინგერმაც, ხოლო აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯიმ რიშმა მოუწოდა ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

 

რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამაასთან, დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. 

ბრიფინგზე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  


close დახურვა