logo
ENG



დეკანოიძე:პირველად, საჯაროდ ამერიკის სენატმა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა დაადასტურა

12 მაი 202012:33
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო თანამეგობრობამ მხრიდან სერიოზული პრობლემები შეექმნება. 

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა, სანქციები დააკისრონ.

„ჩვენი ამოცანა არ არის, რომ ივანიშვილმა დამატებით შეყრაცხყოფა მიაყენოს საზოგადოებას, გადაადგოს პარტნიორები და მერე სანქციები დაეკისროს. თუ კითხვაა, რომ სანქციები შეიძლება დაეკისროს ავტორიტარულ რეჟიმებს მის რაღაც ეტაპზე მის საშუალო რგოლს, შემდეგ მაღალ რგოლს, დიახ, ეს ხდება და მომხდარა ჩვენს სამეზობლოში“, - განაცხადა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე ხაზს უსვამს, რომ პირველად საჯაროდ ამერიკის სენატმა საქართველოში პოლიტპატიმრების არსებობა დაადასტურა.

„პირველად, საჯაროდ ამერიკის სენატმა დაადასტურა, რომ საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულებაა საქართველოს ჰყავს პოლიტიკური პატიმრები. თუ შეთანხმება არ შედგება, ივანიშვილი, ოლიგარქიული ვერტიკალი, აუცილებლად, კიდევ უფრო მძიმე მოჰყვება სანქციების და იზოლაციონალისტუ პოლიტიკაში ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დეკანოიძის მსგავსად სენატორის განცხადებაზე ამახვილებს ყურადღებას „ლელო საქართველოსთვის“ წევრი დავით უსუფაშვილი. „თაგვი რომ თხრის, რას გამოთხრის-ხოლმე? კატას გამოთხრის და ეს ემართება ოცნებას. იმდენად გადავიდა ზღვარს მათი სიცრუეები, მათი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებები, ბოლოსდაბოლოს მიაღწიეს იმიას, რომ აშშ-ს სენატის ყველაზე მაღალი პირი საქართველოში პოლიტიკურ პატიმრებზე ლაპარაკობს“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საარჩევნო შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.

 რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე. 

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მხარეებს  შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,  სენატორი ჯიმ რიშიც მოუწოდებს.

მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  კიოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორთა განცხადებას ეხმაურება. როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას. ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს - ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

ელჩების განცხადებას წინ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი უძღოდა, სადაც განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია.  სწორედ თალაკვაძზემ მოუწოდა ელჩებს გაემჟღვანებინათ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული საკითხი.

 

გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთხელ ჩაგდება მისი იმიჯისთვის დამღუპველი იქნება.  „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავადაც ადასტურებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარს. მისი თქმით, ეს ეხებოდა პოლიტიკოსებსა და მედიამენეჯრებს, ასევე, მედიასაშუალებების მფლობელებს. 


close დახურვა