logo
ENG



კახიძე ოცნების რეიტინგზე: 39% არის იმდენივე, რამდენიც ჰქონდა 2012 წელს, მაშინდელ ხელისუფლებას

17 ივლ 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

"ევროპული საქართველოს" წევრი ოთარ კახიძე "ფორმულას" დაკვეთით Edison Research-ის მიერ მომზადებულ კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაიზარდა, თუმცა ახლა ისევ მცირდება. 

კახიძე თქმით, კვლევის მიხედვით "ქართულმა ოცნებამ" 39% დააგროვა, რაც 2012 წელს, მაშინდელი ხელისუფლების რეიტინგის ტოლფასია. 

"ხელისუფლებას ამ ბოლო პერიოდში კორონას რეიტინგი უმცირდება და შეადგენს 39%-ს. ეს არის იმდენივე, რამდენიც ჰქონდა 2012 წელს, მაშინდელ ხელისუფლებას. ოპოზიციური კოორდინაცია მაჟორიტარულ ოლქებზე იქნება წარმატების გარანტი, რომ პირველივე ტურში გადატყდეს სიტუაცია და ივანიშვილს მეორე ამოსუნთქვის საშუალება არ მიეცეს", - განაცხადა ოთარ კახიძემ "ფორმულას" ეთერში. 

ცნობისთვის, Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება: "ქართული ოცნება" - 39%; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%; ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს - ლეიბორისტული პარტია - 3%; ლელო - 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) - 3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%; გირჩი - 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%

ამავე თემაზე: 

2004-2012 წლებს დადებითად 76% აფასებს, 2012-დან დღემდე - 58% - Edison Research

როგორ აფასებენ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს - Edison Research

გახარია, კალაძე, ივანიშვილი - როგორ აფასებენ "ოცნების" ლიდერებს - Edison Research

სამგორის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ისნის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ვაკის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

ნაძალადევის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

გლდანის მაჟორიტარული ოლქი - რეიტინგები - Edison Research

Ბაქრაძე, ვაშაძე, გრ. ვაშაძე - ვინ სურთ ოპოზიციის პრემიერობის კანდიდატად - Edison Research

56%-ის აზრით, ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, მომავალი უკეთესი იქნება - Edison Research

უმეტესობას პარლამენტის მმართველის როლში ახალი პარტიის(ების) ხილვა სურს - Edison Research

Რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიების მიმართ - Edison Research




 


close დახურვა