logo
ENG



ვაშაძე ოცნებას: არ გამოგივათ რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა

12 მაი 202015:21
3 წუთის საკითხავი
 

„ახალი საქართველო“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მმართველ გუნდს მოუწევს 8 მარტის ხელშეკრულების ორივე პუნქტის შესრულება.

ვაშაძის თქმით, ევროპელი პარტნიორები არ დაუშვებენ საქართველოს დემოკრატიის გზიდან აცდენას.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს დასავლელ და ევროპელ პარტნიორებს ასეთი ხმარდაჭერისთვის ქართული დემოკრატიის. მათი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივმართო „ქართულ ოცნებას“ - არ გამოგივათ რუსული ე.წ. სუვერენული დემოკრატიის გზით სვლა. არ გამოგივათ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ სვლა. არ გამოგივათ ის ტყუილები, რასაც ეწევით საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. თქვენი სახე თავიდან ბოლომდე იცის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ. ამერიკა და ევროკავშირი ყოველთვის მხარს დაგვიჭერს საქართველოში დემოკრატიის განვითარების კუთხით და ყოველთვის მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ნების თავისუფალ დემოკრატიულ განვითარებას.

არ გეგონოთ, რომ თქვენი ქმედებებით ამას შეცვლით. ყველა ხელისუფლება ვინც სცადა საქართველოში დემოკრატიის ხელყოფა, კრახით დაამთავრა და მომავალშიც კრახით დაამთავრებს. ამას არ დაუშებს არც საერთაშორისო ცივილიზებული სამყარო და ამას არ დაუშებს ქართველი ხალხი. მარტივი საკითხია დარჩენილი - შეასრულეთ 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება. ხომ დაგისვეს წერტილი და კიდევ ერთხელ წერტილი, რაზეც გუშინ საუბრობდით. მინდა მივმმართო ბატონ თალაკვაძესა და კობახიძეს, რომლებიც მოლაპარაკებებზე ჩვენთან ერთად ისხდნენ - ნუთუ არ გრცხვენიათ, რომ ასე ცრუობთ? მოლაპარაკებებზე ერთს საუბრობთ და საჯაროდ ასე იტყუებით. სინდისი ხომ შეიძლება გქონდეთ. ასე შეიძლება თავისუფალი არჩევნების გეშინოდეს? მინდა მივმართო მოსახლეობას - ვიყოთ ერთიანები და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ოცნებას მოუწევს შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულება, სხვა გზა არ აქვთ“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

საარჩევნო შეთანხმება და პოლიტპატიმრების თემა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის: 

საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის ოქტომბერში იგეგმება. იქამდე კი პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებეზე უნდა იმსჯელონ - კერძოდ, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ამის შესახებ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, 8 მარტს მოხდა.
 
რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს მთავრობას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდა. მან სოციალურ ქსელში კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე.
 
ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მხარეებს  შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე,  სენატორი ჯიმ რიშიც მოუწოდებს.
 
მოგვიანებით, პრემიერ-ინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ ანდრიუს კუბილიუსის წერილთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი!“ 
 
გიორგი გახარიას თქმით, ხელისუფლება დადებულ პირობას შეასრულებს.
 
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი  კიოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფასილიტატორთა განცხადებას ეხმაურება.
 
როგორც ადამ კინზინგერი ტვიტერის სოციალურ ქსელში წერს, ის მიესალმება მედიატორთა განცხადებას. ელჩებმა საერთო განცხადება გაავრცელეს - ისინი მხარეებს შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.
 
ელჩების განცხადებას წინ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის ბრიფინგი უძღოდა, სადაც განაცხადა, რომ თუ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. მანვე აღნიშნა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკოსების გათავისუფლებასთან დაკავშირებით 8 მარტის შეთანხმებაში არაფერი წერია
 
სწორედ თალაკვაძზემ მოუწოდა ელჩებს გაემჟღვანებინათ შეთანხმებაში პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული საკითხი.გარდა ამისა, თამარ ჩუგოშვილი აფრთხილებს მთავრობას, რომ მიღწეული შეთანხმების კიდევ ერთხელ ჩაგდება მისი იმიჯისთვის დამღუპველი იქნება.  „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავადაც ადასტურებს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე საუბარს. მისი თქმით, ეს ეხებოდა პოლიტიკოსებსა და მედიამენეჯრებს, ასევე, მედიასაშუალებების მფლობელებს. 

 


close დახურვა